LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

15 აპრილს ჯანსუღ კახიძის ცენტრი საფორტეპიანო კონცერტს უმასპინძლებს

213
sandro

15 აპრილს. ჯ.კახიძის მუსიკალურ-კულტურული ცენტრის მცირე დარბაზში, წარმოგიდგენთ საფორტეპიანო მუსიკის კონცერტს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის, მიუნხენის მუსიკისა და თეატრის აკადემიისა და ზალცბურგის მოცარტეუმის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები ანა და ნია სულხანიშვილები და თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის სტუდენტი სანდრო ნებიერიძე.

კონცერტზე შესრულებული იქნება ბეთჰოვენის, შუბერტის, დვორჟაკის, სმეტანას, პროკოფიევისა და ნებიერიძის საფორტეპიანო ნაწარმოებები.

ბილეთების შეძენა შესაძლებელია, როგორც ცენტრის სალაროში, ასევე ელექტრონულად საიტზე – biletebi.ge.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g