მსოფლიო აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. 2 აპრილს „ფორტუნაც“ შეუერთდა ამ დღეს და დღის ცენტრებიდან „ბავშვი ოჯახი და საზოგადოება“ ასევე “თბილისის აუტიზმის ცენტრიდან” ბავშვები Crazy Hall-ის ბატუტ ცენტრში წაიყვანა.
აუტიზმის მსოფლიო დღის აღნიშვნის მიზანია, გაზარდოს საზოგადოების ცნობიერების დონე აუტიზმთან დაკავშირებით. ასევე ხელი შეუწყოს აუტიზმის მქონე ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დაცვასა და რეალიზაციას.
რა სიმპტომებით ამოიცნობთ აუტისტური სპექტრის აშლილობას, როდის უნდა ჩართოთ საგანგაშო სიგნალი და რა ტიპის თერაპიებს გადიან ბავშვები ამ სინდრომით, ნახეთ ჩვენს ფერად სიუჟეტში.





