LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რეალი სტადიონს გადააკეთებს: როგორი იქნება ახალი ბერნაბეუ (ვიდეო)

1331
_1RM8908

მადრიდის „რეალმა“ „სანტიაგო ბერნაბეუს“ რეკონსტრუქციის ვიდეო გამოაქვეყნა.

პრეზენტაციას კლუბის პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი უძღვებოდა და მას ქალაქის მერი მანუელა კარმენაც დაესწრო.

რეკონსტრუქცია 42 თვეში დასრულდება და სტადიონი სრულიად ახალ სახეს მიიღებს.

ახალი „ბერნაბეუ“ 10-12 მეტრით მაღალი გახდება (ამჟამინდელი სიმაღლე 45 მეტრია). განთავსდება სასტუმრო, მოძრავი სახურავი და კიბერსპორტული ზონები. გაფართოვდება საკლუბო მუზეუმიც და დააყენებენ 360-გრადუსიან ვიდეოტაბლოს.

სტადიონის ახლოს მდებარე სავაჭრო ცენტრი Plaza de los Sagrados Corazones დაინგრევა და მის ადგილზე 6 000 კვ/მ ფართობის პარკი გაშენდება.

“ეს არის ადგილი, სადაც მადრიდისტების გრძნობები ერთიანდება ერთ დიდ სიყვარულში, რომელიც უკვე 117 წელია ერთმანეთს გვაკავშირებს. “რეალი” არის ყველას კლუბი და ის ყველასთვისაა. “სანტიაგო ბერნაბეუ” მსოფლიოს საუკეთესო სტადიონი იქნება”, – განაცხადა „რეალის“ პრეზიდენტმა.

„სანტიაგო ბერნაბეუს“ რეკონსტრუქცია „რეალს“ დაახლოებით 525 მლნ ევრო დაუჯდება. არ არის გამორიცხული, რომ სტადუონის სახელწოდებას სპონსორის სახელიც დაემატოს.

სტადიონის ტევადობა რეკონსტრუქციის შემდეგ არ შეიცვლება – 81 000 მაყურებელი.

 

 

ლეგენდარული სტადიონი მადრიდში 1947 წლის 14 დეკემბერს გაიხსნა. 1955 წლამდე მას „ნუევო ჩამარტინი“ ერქვა. სტადიონს ევროპის 1964 წლისა და მსოფლიოს 1982 წლის ჩემპიონატების მატჩებისთვის უმასპინძლია, ასევე აქ გამართულა ჩემპიონთა თასის ოთხი ფინალი და კოპა ლიბერტადორესის ფინალი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები