თბილისის მერია ზოოპარკის ჰიპოპოტამის ქანდაკების ესკიზისთვის კონკურსს აცხადებს. აღნიშნული ქანდაკება გმირთა მოედანზე, ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება.
თბილისის მერიის ცნობით, ჰიპოპოტამის ქანდაკების პროექტის საერთო ღირებულება არაუმეტეს 90 000 ლარი უნდა იყოს.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ როგორც ქართველ, ისე უცხოელ ავტორებს.
წყალდიდობა მდინარე ვერეს ხეობაში 2015 წლის 13 ივნისს მოხდა. სტიქიამ 19 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. აქედან იდენტიფიცირებულია 17 ადამიანი.წყალდიდობის გამო ზოოპარკში 300-მდე ცხოველი და 3 თანამშრომელი დაიღუპა. ცხოველების ნაწილი ქუჩაში მოხვდა, მათ შორის იყო ჰიპოპოტამი ბეგი, რომელიც ამ დღის სიმბოლოდ იქცა.
https://www.facebook.com/fortuna106.9/videos/2080429708648514/