LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურაბ ლალაზაშვილი: საქართველოს შეუძლია, სერვისების ოფშორული ცენტრი გახდეს

244

საქართველოში უფრო მეტი ყურადღება სერვისის მიმართულებას უნდა დაეთმოს და არა პროდუქციის წარმოებას – ამის შესახებ რადიო ”ფორტუნას”, გადაცემაში ”წარმატების ფორმულა” აუდიტორული და ბიზნეს-საკონსულტაციო კომპანია BDO-ს მმართველმა ზურაბ ლალაზაშვილმა ისაუბრა.

მისი თქმით, საქართველომ კონკურენტულ უპირატესობას რომ მიაღწიოს, შესაძლოა ეს იყოს სერვის მიმართულებები, რომელსაც ისე განვიხილავთ, როგორც ბიზნესს.

,,ვფიქრობ, გასაქანი უნდა ჰქონდეს სერვის მიმართულებას და არა პროდუქციის წარმოებას. როდესაც ბუნებრივი რესურსები და ტექნოლოგიები ქვეყანაში შექმნილი არ გვაქვს და ეს ჩვენთვის საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა, ინდუსტრიული განვითარების მიმართულებით, კონკურენციის გაწევა რთული იქნება. უფრო სერვის ორიენტირებულები უნდა ვიყოთ. მათ შორის, ეს შეიძლება იყოს ტურიზმი. ასევე, ჩვენ ნაკლებ ყურადღებას ვაქცევთ იმას, რომ შეიძლება სერვისების ეგრეთწოდებული ოფშორული ცენტრი გავხდეთ, მაგალითად IT მიმართულებით, ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით და ასე შემდეგ. თუ გვექნება შესაბამისი გარემო იმისთვის, რომ შესაბამისი კადრები გავზარდოთ, შეგვიძლია, ამ სერვისების ექსპორტიორები გავხდეთ”, – განაცხადა ზურაბ ლალაზაშვილმა.

მისი ინფორმაციით, ბევრმა ქვეყანამ, სადაც ნაკლები ბუნებრივი რესურსია და არც თუ სახარბიელო გეოგრაფიული მდგომარეობა აქვს, სწორედ იმით, რომ ასეთი ტიპის სერვისები კარგად აქვს განვითარებული, შეძლო ძალიან ბევრი უცხოური ბრენდის მოზივა იმისათვის, რომ ასეთი ტიპის სერვისები გაეწია.

ლალაზაშვილის თქმითვე, მნიშვნელოვანია სახელმწიფო და კერძო სექტორის ინიციატივები და ამ კუთხით თანამშრომლობა, რადგან დამოუკიდებლად ამას ვერც მხოლოდ სახელმწიფო განავითარებს და ვერც მხოლოდ ბიზნესი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g