LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საუდის არაბეთში “სტარბაქსის” ერთ-ერთ კაფეში ქალებს აღარ უშვებენ

135

საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში ქალებს „სტარბაქსის“ ერთ-ერთ კაფეში შესვლა აეკრძალათ, ინფორმაციას The Independent ავრცელებს.

გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც შარიათული გვარდიის პატრულირებისას კაფეში დარღვევა აღმოაჩინეს – „სტარბაქსში“ არ იყო კედელი, რომელიც კაცების და ქალების სივრცეს ერთმანეთისგან გაყოფდა. სანამ კაფეს არ გატიხრავენ, ქალებს მასში შესვლა აეკრძალათ.

ერთ-ერთმა ქალმა, რომელიც „სტარბაქსში“ ამ მიზეზით არ შეუშვეს, კარზე განთავსებულ განცხადებას ფოტო გადაუღო და საკუთარ მიკრობლოგზე განათავსა. განცხადებაში ქალებს რეკომენდაციას აძლევენ, საერთოდ არ შევიდნენ კაფეში და სასმელისა და საჭმლის საყიდლად საკუთარი მძღოლი შეაგზავნონ.

CaI9gOrWQAAm2F5

საუდის არაბეთის „სტარბაქსის“ ხელმძღვანელებმა აღნიშნეს, რომ კედელი ხალხმრავლობის გამო ჩამოინგრა და აუცილებლად აღადგენენ ორი კვირის განმავლობაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g