საქართველოს ენერგეტიკის ისტორიაში პირველად „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-მ სატრანზიტო დერეფნის ფუნქციის განხორციელება ერთდროულად ორი მიმართულებით დაიწყო.
როგორც “ფორტუნას” “სახელმწიფო ელექტროსისტემიდან” აცნობეს, 5 თებერვალს, დაიწყო ელექტროენერგიის ტრანზიტი რუსეთიდან სომხეთის მიმართულებით, სადაც დღე-ღამეში საშუალოდ 30 მეგავატი სიმძლავრის გადადინება ხდება.
7 თებერვალს კი დაახლოებით 80 მეგავატი სიმძლავრის ელექტროენერგიის ტრანზიტის განხორციელება დაიწყო აზერბაიჯანიდან თურქეთის მიმართულებით.
“აღნიშნული ტრანზიტების განხორციელებით, საქართველო ყოველთვიურად დაახლოებით, 1 მლნ. ლარის შემოსავალს მიიღებს,”- განაცხადეს “სახელმწიფო ელექტროსისტემაში”.