LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კოსტავა-შარტავაზე მოძრაობა პიკის საათებშიც კი არ არის პრობლემური – კალაძე საცობებზე

389
kostshar

დედაქალაქის მერმა, მთავრობის სხდომაზე თბილისის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემაზე საცობებზე  და მისი მოგვარების გზებზე ისაუბრა. კახა კალაძის განცხადებით, მერიის მიერ განხორციელებული პროექტები ორიენტირებულია იმაზე, რომ მოძრაობა მოწესრიგდეს. ამის მაგალითად მას კოსტავა-შარტავას რეაბილიტირებული მონაკვეთი მოჰყავს.

“ქალაქში არის სერიოზული პრობლემა საცობების თვალსაზრისით, რომელსაც ახალი პროექტების მეშვეობით მოვაგვარებთ. აი, კონკრეტული მაგალითი გვაქვს კოსტავა-შარტავა, რომელიც შარშან გავაკეთეთ. ნახეთ, როგორ არის მოწესრიგებული მოძრაობა. საერთოდ პრობლემას არ წარმოადგენს. პიკის საათებშიც კი. შესაბამისად, ყველგან სადაც შევდივართ ინფრასტრუქტურული პროექტების თვალსაზრისით, ანალოგიურად იქნება გათვალისწინებული ფეხით მოსიარულეთათვის ტროტურარები, ველობილიკები და ავტობუსის ზოლები“, – განაცხადა მან.

მანვე აღნიშნა, რომ ველობილიკებისა და ავტობუსის ზოლების საპარკინგე ადგილად გამოყენება არ უნდა ხდებოდეს. ამ პრობლემის მოგვარებას მერი ჭკვიანი ვიდეოკამერების საშუალებით აპირებს, რომლებიც ყველგან დამონტაჟდება, სადაც არ არის და შესაბამისი ჯარიმებიც დაიწერება.

„რისთვის ვიხარჯებით, რატომ ვწვალობთ, თუ ამას ვერ მოვაწესრიგებთ? 4 მილიონს ვხარჯავთ იმისთვის, რომ შევიძინოთ ეს კამერები. შსს სამინისტროსთან გავლილი გვაქვს კონსულტაციები“, – აღნიშნა კალაძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g