LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მარიამ ვალიშვილი: ევროპის ენერგოგაერთიანებაში გაწევრიანება ვალდებულება არ არის

90

ევროპის ენერგოგაერთიანებაში გაწევრიანება საქართველოს ვალდებულება არ არის, – ამის შესახებ ”ფორტუნას” ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, ენერგეტიკულ საერთაშორისო ორგანიზაციაში გაწევრიანება ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში დამატებითი შესაძლებობაა.

”სწორედ ჩვენი მოთხოვნით იყო ეს ოფცია ჩადებული. ვფიქრობთ რომ ის ქვეყნები, რომლებიც ამ საერთაშორისო ორგანიზაციაში არიან გაერთიანებული, ძალიან ახლოს არიან საქართველოს რეალობასთან. ჩვენ უფრო დიდი შეხების წერილები გვაქვს ერთმანეთთან ენერგეტიკული პოლიტიკის წარმოების თვალსაზრისით. პროცესი მიმდინარეობს. მოლაპარაკების რაუნდები კიდევ იგეგმება და ვფიქრობთ, რომ სექტემბრისთვის, რომგორც ამას განსაზღვრავს საბოლოო ვადის სახით ასოცირების ხელშეკრულება, მიიღება საბოლოო გადაწყვეტილება” – განუცხადა ”ფორტუნას” ვალიშვილმა.

მისივე განმარტებით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ”უნდა დაიდიოს ისეთი შედეგი, რომელიც მისაღები იქნება ორივე მხარისთვის”.

ვალიშვილის თქმით, ქართულ მხარეს დაყენებული აქვს გარკვეული საკითხები, რომელიც ითვალისწინებს გამონაკლისების შესაძლებლობებს საქართველოსთვის, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო არ არის ევროკავშირთან საერთო საზღვრის მქონე ქვეყანა.

”ენერგეტიკულად ვაჭრობის შესაძლებლობა შეზღუდული გვაქვს და ვართ ე.წ. იზოლირებული ბაზარი, რომელიც მოკლებულია დივერსიფიცირებული რესურსებით სარგებლობას. სოლიდარული პასუხისმგებლობის კონცეფცია, რომელიც ეფუძნება ასეთი ტიპის ორგანიზაციების მოქმედებას, პრაქტიკულად გამოუყენებადი რჩება ჩვენ შემთხვევაში. უკრაინის მსგავსად, გაზს ევროპისგან ჩვენ, სამწუხაროდ, ვერ მივიღებთ,” – აღნიშნა ვალიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g