LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

HoReCa-ს სექტორში სერვისის გასაუმჯობესებლად თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრმა ტრენინგები დააფინანსა

146

„თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრის“ მხარდაჭერით „საქართველოს სომელიეთა ასოციაცია“  სომელიეს პროფესიის დასაუფლებელ სასწავლო კურსს ატარებს.

ღვინისმცოდნეობის გადამზადების კურსს ჟიურის მიერ შერჩეული 35 კანდიდატი გაივლის. ყველა მათგანი თბილისში HoReCa (სასტუმრო, რესტორანი, კაფე) სფეროს თანამშრომელია.

კურსი „თბილისის   მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრის“ მიერ არის დაფინანსებული და მონაწილეთათვის უფასოა.

როგორც მერიაში აცხადებენ, სწავლების ამოცანაა სომელიეს პროფესიის განვითარება, რათა თბილისში HoReCa სექტორში მომსახურების ხარისხი ამაღლდეს და ტურისტული თვალსაზრისით უფრო მიმზიდველი გახდეს.

„საქართველოს სომელიეთა ასოციაციის“ თბილისის სკოლის მსმენელებს საკუთარი გამოცდილება უკვე გაუზიარა „იტალიის სომელიეთა ასოციაციის (ASPI)“ პრეზიდენტმა ჯუზეპე ვაკარინიმ. ორდღიანი მასტერკლასი სომელიეს ხელოვნებას, ღვინისა და კერძების შეხამებასა და ღვინის დეგუსტაციას დაეთმო. სასწავლო კურსი 29 აპრილამდე გაგრძელდება. მონაწილეები, რომლებიც წარმატებით ჩააბარებენ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდებს, “სომელიეს” ან “ასისტენტ სომელიეს” სტატუსი მიენიჭებათ.

მერიის ცნობით, კონკურსში მონაწილეობა შეეძლოთ თბილისში მომუშავე რესტორნებს, სასტუმროებს, კაფეებს, ღვინის მაღაზიებს, ღვინის ბარებს, ტურისტულ და სხვა თემატურ ორგანიზაციებს, ასევე HoReCa-ს სექტორში მუშაობის გამოცდილების მქონე დამოუკიდებელ ფიზიკურ პირებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g