LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წელს შიდა ქართლში 72 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების პროექტები განხორციელდება

174
fc80cf0c1597e3ba7a2a27066ef63245

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა საზოგადოებას რეგიონში 2019 წელს დაგეგმილი პროექტების პრეზენტაცია და შუალედური ანგარიში წარუდგინა.

მხარის გუბერნატორმა რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, დევნილთა პირობების გაუმჯობესებაზე, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების ხელშეწყობაზე, საგანმანათლებლო, სამედიცინო, სპორტული თუ ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, ასევე, სოფლის მეურნეობის დარგის ხელშეწყობაზე, წარმოების განვითარებასა და გარემოს დაცვის საკითხებზე გაამახვილა ყურადღება. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც წლის ბოლომდე დასრულდება, ვეტერინარული კლინიკით, ლაბორატორიით და ვოლიერებით აღჭურვილი ცხოველთა მულტიფუნქციური თავშესაფარია.

,,საუბარი გვქონდა იმ პროექტების შესახებ, რომლებიც განხორციელდა რეგიონში, ასევე, იმ პროექტებზე, რომელთა განხორციელებაც იგეგმება. 2018 წელს, შიდა ქართლის რეგიონში 34 მილიონი ლარის ღირებულების 142 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, 2019 წელს კი, დაგეგმილია 72 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 617 ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება. ეს შეხვედრა ემსახურებოდა მიზანს, რომ ხშირად მოხდეს ანგარიშის ჩაბარება საზოგადოებისთვის. რაც შეეხება პრიორიტეტებს, ეს გახლავთ სხვადასხვა ტიპის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება – გზები, სკოლები, საბავშვო ბაღები და ამის გარდა, სხვადასხვა კულტურული და საგანმანათლებლო პროექტების და ინიციატივების მხარდაჭერა. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ საოკუპაციო ხაზთან მდებარე 11 სოფლის მისასვლელი გზის დაგება იგეგმება, 21 სოფელში წყალმომარაგების სისტემის მოწყობა, დევნილთა დასახლებებში დაგეგმილია შიდა გზების კეთილმოწყობა“, – განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორმა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

მხარის რწმუნებულის განცხადებით, რეგიონში დაწყებულია ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის, ასევე, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაცია-კონსერვაციის და რეგიონში მოქმედი 6 მუზეუმის რეაბილიტაციაც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g