საქართველოს საავიაციო ბაზარზე მოქმედი ავიაკომპანიების პროცენტულ წილების მიხედვით, 2019 წლის 3 თვის მონაცემებით, Wizz Air ლიდერობს. დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ბაზრის 15%-იან წილს ფლობს. წამყვან პოზიციებზე იმყოფებიან აგრეთვე Turkish Airlines და ქართული ავიაკომპანია Georgian Airways. რეგულარული რეისებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის/პროცენტული წილის მიხედვით პირველი ხუთეული ასეთია:
- ავიაკომპანია Wizz Air – 152 697 მგზავრი 15%;
- ავიაკომპანია Turkish Airlines– 110 962 მგზავრი 11%;
- ავიაკომპანია Georgian Airways – 99 324 მგზავრი 11%;
- ავიაკომპანია Pobeda Airlines – 96 546 მგზავრი 10%;
- ავიაკომპანია Ural Airlines – 60 507 მგზავრი 6%
პროცენტული თანაფარდობა ქართულ და უცხოურ ავიაკომპანიებს შორის შემდეგია: 89% (უცხოური ა/კ) / 11% (ქართული ა/კ).
