LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კიმ კარდაშიანი ნიუ-ორკში საკუთარი თვითმფრინავით გაფრინდა (ფოტო/ვიდეო)

75

კიმ კარდაშიანის დეკრეტული შვებულება გრძელდება. როგორც რეიალითი-შოუს ვარსკვლავი ამბობს, ის ფანტასტიურად ატარებს დროს შვილებთან ერთად და საზოგადოებრივი აქტივობისთვის ჯერ მზად არაა. ამჯერად კიმ კარდაშიანი ფოტოგრაფებმა მაშინ გადაიღეს, როცა ის 2 წლის ნორტთან და კეტლინ ჯენერთან ერთად ნიუ-ორკში გასაფრენად ემზადებოდა. კიმ კარდაშიანი და კეიტლინ ჯენერი ერთად ავიდნენ თვითმფრინავზე. ისინი ნიუ-ორკში გაფრინდნენ, სადაც კანიე უესტი საკუთარი შოუსთვის ემზადება.

ოჯახმა გადაწყვიტა სრული შემადგენლობით დაუჭიროს მხარი მუსიკოსს. ფოტოებზე არ ჩანს კიმ კარდაშიანის ახალდაბადებული ვაჟი, სეინთი, რომლის გადაღებაც ჟურნალისტებს აკრძალული აქვთ. რაც შეეხება კიმ  კარდაშიანსა და ნორტს, მათ ტრადიციულად ერთნაირი ვარცხნილობა ჰქონდათ. კიმს Céline-ის მოდის სახლის შავი პალტო ეცვა, რომლის ღირებულებაც ინტერნეტში 225 ფუნტი სტერლინგია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g