ოსკარის, ოქროს გლობუსისა და BAFTA-ს ნომინანტი მსახიობი ლიამ ნისონი აცხადებს, რომ ვალენტინობას ის საყვარელ ქალთან ერთად შეხვდება. აქვე დასძენს, რომ მისი ახალი რჩეული ჰოლივუდის A კლასის მსახიობია, რომელსაც დიდი ხანია იცნობს. შეგახსენებთ, რომ 2009 წელს ნისონის მეუღლის, მსახიობ ნატაშა რიჩარდსონის ტრაგიკული სიკვდილის შემდეგ, მსახიობის რომანზე არაფერია ცნობილი. მედია აქტიურად მიყვება 63 წლის მსახიობის განცხადებას და იმ მსახიობი ქალების სიას აქვეყნებს, რომელთაგანაც ერთ-ერთი მსხიობის რჩეულია.
ჯულია რობერთსი – მსახიობები 1988-1990 წლებში ხვდებოდნენ ერთმანეთს ფილმ Satisfaction-ის გადაღებების შემდეგ
კრისტენ სტიუარტი – მსხიობები ნიუ-ორკში ერთმანეთის მეზობლად ცხოვრობენ და ისინი რამდენჯერმე ნახეს ერთად რესტორანში
სუზან სარანდონი – მსახიობები ერთად მონაწილეობენ 2016 წლის დრამაში Home
უმა თურმანი – მსახიობები დიდი ხნის მეგობრები არიან
ჰოლი ბერი – ახალ ფილმში მსახიობმა ლიამ ნისონის ძველი პერსონაჟი გააცოცხლა და გადაღებებისას მას ნისონი ეხმარებოდა
შარლიზ ტერონი – მსახიობებმა ერთად ითამაშეს 2014 წელს ფილმში A Million Ways To Die In The West
დაიან ლეინი – გასულ წელს მსახიობებმა ერთად ითამაშეს ფილმში Deep Throat
ბარბარა სთრეიზანდი – მუსიკოსი და მსახიობი 1991 წელს შეხვდნენ ერთმანეთს დ 9 თვის მანძილზე ხვდებოდნენ
მეგ რაიანი – მსახიობი ახლა მარტოა და ჭორებიც მის ახალ რომანზე აქედან იწყება