LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი Google Hash Code-ის შეჯიბრს საქართველოში მასპინძლობს

164

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი Google Hash Code-ის შეჯიბრს საქართველოში მასპინძლობს. დღეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტში  Google Hash Code – პროგრამირების მსოფლიო კონკურსი გაიმართება.

Google Hash Code არის გუნდური შეჯიბრი პროგრამირებაში სტუდენტებსა და პროფესიონალებს (18+) შორის მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რომელიც ითვალისწინებს ინჟინრული ამოცანის რეალურ დროში გადაჭრას. 2016 წელს Google Hash Code-ის დაახლოებით 250 საკონკურსო ცენტრი გაიხსნა ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში. კონკურსი საქართველოში წელს პირველად ჩატარდება.

როგორც “ფორტუნას” კონკურსის ორგანიზატორებმა აცნობეს, საქართველოდან ამ კონკურსში დარეგისტრირდა დაახლოებით 100 პროფესიონალი და სტუდენტი, მათ შორის 14 გოგონა.

მონაწილეები 4 საათის განმავლობაში იმუშავებენ Google-ის მიერ მოცემულ საინჟინრო ამოცანაზე, შემდეგ კი გაგზავნიან პასუხებს საკონკურსო სისტემაში. გამარჯვებულების ვინაობა 15 თებერვალს გახდება ცნობილი. Google Hash Code-ის ფინალი 14 მარტს გაიმართება.

“გუნდები, რომლებიც დააგროვებენ მაღალ სარეიტინგო ქულას, მიწვეულნი იქნებიან საფრანგეთში Google-ის პარიზის ოფისში. ფინალურ ტურში გამარჯვებულებს კომპანია Google გადასცემს საინტერესო საჩუქრებს, რომლებსაც წინასწარ არ აანონსებს. STEM (Science, Technology, Engineering, Math) დარგების განვითარება ხელს უწყობს ქვეყანაში ეკონომიკის და ინდუსტრიის განვითარებას. Google Hash Code-ის ტიპის კონკურსები მონაწილეებს აძლევს დიდ გამოცდილებას და პროფესიული განვითარების მოტივაციას.,”- განაცხადეს ორგანიზატორებმა.

კონკურსის მონაწილეები რეგისტრაციისას ასევე აგზავნიან თავიანთ რეზიუმეს, კომპანია Google-ის დაინტერესების შემთხვევაში კი მათ შესაძლოა თანამშრომლობის შეთავაზებაც მიიღონ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g