LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოგების გადასახადის რეფორმა არ გავრცელდება ბანკებზე, სადაზღვევო კომპანიებზე და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე

54

მოგების გადასახადის რეფორმა არ გავრცელდება ბანკებზე, სადაზღვევო კომპანიებზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე, მეწარმე ფიზიკურ პირებზე; ასევე ორგანიზაციებზე, რომლებსაც კანონმდებლობით ეკრძალებათ მოგების განაწილება – სსიპ-ებზე და არასამთავრობო სექტორზე.

ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ვმუშაობთ და ვსწავლობთ იმას, თუ რა საქმიანობაა, არის თუ არა ინვესტირების პრობლემები. ვფიქრობთ, რომ ამ ეტაპზე ამის საჭიროება არ დგას. ძალიან საინტერესოდ ვითარდება ეს სექტორები, მათ შორის საბანკო სექტორი და თუ მათ მხარდაჭერა სჭირდებათ, ეს ნამდვილად არ არის ფისკალური დახმარება,“- განაცხადა ხადურმა.

როგორც მან აღნიშნა, ასეთ ორგანიზაციებს შეუნარჩუნდებათ მოგების 15%-იანი გადასახადი.

მოგების გადასახადის დაბეგვრის ახალი მოდელი 1 ივლისიდან ამოქმედდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები