LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირანის ელჩი: წყლის სანაცვლოდ, საქართველოს შეუძლია ირანიდან გაზი მიიღოს

82

წყლის სანაცვლოდ, შესაძლოა, საქართველომ  ირანიდან გაზი  ან ელექტროენერგია მიიღოს. ამის შესახებ ირანის ელჩმა საქართველოში აბბაზ თალებიქარიმ განაცხადა.

მისი თქმით, ასეთი შეთანხმება უფრო მომგებიანი იქნება. ”ირანიდან საქართველოსთვის გაზის მიწოდება სრულიად რეალურია. არსებობს გარკვეული მარშრუტები, საიდანაც შესაძლოა ირანული გაზი საქართველოში წამოვიდეს. ცხადია, ეს ტექნიკურად დასამუშავებელია და ამაზე სპეციალისტებმა უნდა იმუშაონ. შეიძლება გამოვიყენოთ სომხეთის ხაზი, ასევე აზერბაიჯანის ინფრასტრუქტურა. არსებობს მესამე შესაძლებლობაც, ეს არის სვოპის პრინციპი, რომლის შემთხვევაშიც თანამშრომლობა უნდა მოხდეს უკვე ირანს, საქართველოს, რუსეთის ”გაზპრომსა” და სომხეთს შორის”, – განაცხადა ირანის ელჩმა და აღნიშნა, რომ ყველაზე რეალური სწორედ ”გაზპრომის” ჩართვით თანამშრომლობაა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g