LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტრამვაი ან მეტრო – დიღმის მიმართულებით შესაძლებელია მიწისზედა მეტროს პროექტის განხორციელება

305
56644783_275460160070830_7327450885443813376_n

„ჩვენ გვინდა, რომ ჩავატაროთ კვლევა და იმ რაიონების სრული სურათი მივიღოთ, სადაც ტრანსპორტის ნაკლებობაა,“ – ამის შესახებ კახა კალაძემ დღეს, 17 აპრილის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

დედაქალაქის მერის თქმით, კვლევის ფარგლებში გამოიკვეთება, თუ როგორ შეიძლება მოგვარდეს ზოგიერთ რაიონში ტრანსპორტთან დაკავშირებული პრობლემები.

“შეიძლება ეს იყოს ტრამვაი, ან მეტრო”, — აღნიშნა კალაძემ და მაგალითისთვის მოიყვანა დიდი დიღომი:

“დიღმის მიმართულებით არის სერიოზული მოსაზრება, რომ მიწისზედა მეტროს განხორციელება შესაძლებელია. შესაბამისად, კვლევა ჩვენ გვაჩვენებს, ყველაფერს, თუ როგორ შეიძლება ამ მიმართულებით განვვითარდეთ. რამდენიმე კვირაში დაიწყება კვლევითი სამუშაოები და გვექნება სრული სურათი, თუ რა პროექტები უნდა განხორციელდეს,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

გარდა ამისა, თბილისის მერმა სამგორი-ლილოს მიმართულებით მიწისზედა მეტროს მშენებლობის პროექტზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი ამ ტენდერში გამარჯვებული კომპანია, რომელიც პროექტს 2019 წლის ბოლომდე შეიმუშავებს.

„თქვენ იცით, რომ სამგორი-ლილოს მიმართულებით ჩვენ გამოცხადებული გვაქვს ტენდერი პროექტზე. უახლოეს დღეებში გვეცოდინება გამარჯვებული კომპანია. ის დაიწყებს პროექტზე მუშაობას. წლის ბოლოსთვის უნდა იყოს მზად სრული პროექტი, რის შემდეგაც სამშენებლო ტენდერს გამოვაცხადებთ და დავიწყებთ მის განხორციელებას,“ – აღნიშნა კალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g