LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინ როდის ითამაშებს და ვინ არის ფავორიტი

254
Final four

ჩემპიონთა ლიგა გადამწყვეტ ფაზაში შედის. ინგლისური გუნდების საუკუნის მატჩი (სიტი-ტოტენჰემი) უკვე ისტორია და წინ წასული გუნდები წინ იყურებიან. უეფამ კი ის გაარკვია, ვიც როდის ათამაშებს.

 

„ბარსელონა“ და „ლივერპული“ 1 და 7 მაისს, ხოლო „ტოტენჰემი“ და „აიაქსი“ 30 აპრილს და 8 მაისს ითამაშებენ. პირველი მატჩები ბარსელონასა და ლონდონში გაიმართება.

 

ბუქმეკერებმა ჩემპიონთა ლიგის ფავორიტები დაასახელეს. გამარჯვების ყველაზე დიდი შანსი „ბარსელონას“ აქვს, რომელსაც „ლივერპული“ მოყვება. ხოლო „აიაქსი და „ტოტენჰემი“ თანაბარი შანსებით აუტსაიდერები არიან.

ტურნირის საუკეთესო ბომბარდირობაზე კი ფსონის დადებაც არ ღირს. ლეო მესის კოეფიციანტი 1.001-ია, რომელსაც ძალიან, ძალიან ჩამორჩებიან დუშან ტადიჩი, ჰარი კეინი (ვერ თამაშობს და რას გაიტანს) და „ლივერპულის“ ტრიო – ფირმინიო, სადიო მანე და მო სალაჰი.

 

პირველად ბოლო 16 წლის განმავლობაში ჩემპიონთა ლიგის ¼ ფინალში ერთ დღეს 12 გოლი გაიტანეს.

 

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში ზედიზედ მეორე წელია ნახევარფინალში ითამაშებს ორი გუნდი მესამე კალათიდან. ისევ „ლივერპული“.

 

„აიაქსი“ გახდა 2005 წლიდან პირველი ნახევარფინალისტი ევროპის არა ტოპ 5 ჩემპიონატიდან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები