LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

აჭარის ტელევიზიის დირექტორი ნათია კაპანაძე გადააყენეს

196
kapanadze

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭომ დღეს მხარი დაუჭირა დირექტორისთვის, ნათია კაპანაძისთვის უნდობლობის გამოცხადებას.

კაპანაძის გადაყენებას მხარი ხუთკაციანი საბჭოს ოთხმა წევრმა დაუჭირა.

სანამ მრჩეველთა საბჭო ახალ დირექტორს აირჩევს, მის მოვალეობას დირექტორის პირველი მოადგილე ნათია ზოიძე შეასრულებს.

ბორდის გადაწყვეტილებას ნათია კაპანაძე სასამართლოში გაასაჩივრებს.

კაპანაძე ტელევიზიის დირექტორად 2016 წელს დაინიშნა სამი წლით. ვადის ამოწურვამდე მას ექვსი თვე ჰქონდა დარჩენილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g