LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პანკისის ხეობაში დაშავებული პოლიციელები შს მინისტრის მოადგილეებმა მოინახულეს

94
1555929023-მოადგილეები-დაშავებულ-პოლიციელებთან-1024x768

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილე კახა საბანაძემ და მინისტრის მოადგილე ვლადიმერ  ბორცვაძემ პანკისის ხეობაში დაშავებული პოლიციელები თელავის სამედიცინო დაწესებულებებში მოინახულეს.

როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მინისტრის მოადგილეები პირადად დარწმუნდნენ, რომ საავადმყოფოში მოთავსებული სამართალდამცველების მდგომარეობა სტაბილურია და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

სამართალდამცველები იმ დროს დაშავდნენ, როდესაც გუშინ, პანკისის ხეობაში, მოსახლეობის გარკვეული ჯგუფი პოლიციას თავს დაესხა და მათ ჯოხები და ქვები დაუშინა. ინციდენტის შედეგად დაშავდა 55 ადამიანი, მათ შორის 38 პოლიციელი და 17 მოქალაქე.

პოპულალურები