LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ომეგა თეგი“ თანამედროვე და მაღალი წარმადობის საბეჭდი მანქანის შეძენას გეგმავს

372

პოლიგრაფიული საწარმო, სტამბა „ომეგა-თეგი“, რომელიც ”ომეგა ჯგუფის” შვილობილი კომპანიაა, თანამედროვე და მაღალი წარმადობის საბეჭდი მანქანის შეძენას გეგმავს.

როგორც ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს, აღნიშნული გულისხმობს ინფრასტრუქტურის განვითარებას გაფართოებული წარმოებისათვის და დასაქმებულთა რაოდენობის ზრდას.

”სტამბა ამჟამინდელი ამზადებს სიგარეტის წარმოებისა და სხვა ნებისმიერი პროდუქციის წარმოებისათვის საჭირო შესაფუთ მასალას, ბეჭდავს ჟურნალ-გაზეთებს, სარეკლამო მასალებსა და დამცავი ნიშნის მქონე პროდუქციას. სტამბაში ასევე დანერგილია ულტრაიისფერი საღებავებითა და ლაქებით პროდუქციის წარმოება უახლესი ტექნოლოგიებით”,- განაცხადეს კომპანიაში.

მათივე ინფორმაციით, ტიპოგრაფიული საწარმოს ლაბორატორია აღჭურვილია ხარისხის სრულყოფილი კონტროლისათვის საჭირო აპარატურით. ხარისხის კონტროლი პროდუქციის წარმოების ყველა ეტაპზე ხორციელდება. იგეგმება დამატებითი ციფრული ლაბორატორიული დანადგარების შეძენაც.

პოლიგრაფიული საწარმო „ომეგა თეგი“ 2005 წლიდან ფლობს ISO 9001:2008 ხარისხის მენეჯმენტის სერთიფიკატს და არის გერმანული კომპანია „ჰაიდელბერგის“ პარტნიორი ქართული კომპანია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g