LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაგარინზე ხანძარი ლოკალიზებულია

123

იური გაგარინის ქუჩის 29 ნომერში 3 სართულიანი სახლის მეორე სართული იწვის. ცეცხლი საცხოვრებელ სახლს რამდენიმე წუთის წინ გაუჩნდა.

მომხდარის შედეგად ერთი ქალბატონი დაშავდა, რომელსაც თვითმხილველების თქმით სახე აქვს დამწვარი. დაშავებული სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა.

სამაშველო სამსახურში განაცხადეს, რომ ადგილზე რამდენიმე სახანძრო ბრიგადა მუშაობდა. ცეცხლი უკვე ლოკალიზებულია და მიმდინარეობს მცირე კერების ჩაქრობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები