საქართველოში დაკავებულ იულია სუსლიაკს, რომელსაც გამოძიება 10 ბავშვით ვაჭრობას ედავება, მე-11 ბავშვი გასულ წელს გარდაეცვალა. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობის დატოვების შემდეგ განაცხადა.
როგორც ზურაბ თოდუა ამბობს, შემთხვევა რუსეთში მოხდა და ითქვა, რომ ბავშვი აბაზანაში დაიხრჩო. მისივე თქმით, ამ შემთხვევას კრიმინალთან არანაირი კავშირი არ აქვს, რაც რუსეთის გამოძიების დასკვნით დასტურდება.
ჟურნალისტების შეკითხვაზე, როგორ მოხდა, რომ ორი წლის ბავშვი აბაზანაში მარტო იმყოფებოდა, ადვოკატი ამბობს, რომ დეტალები არ იცის, თუმცა რაიმე დანაშაული რომ მომხდარიყო, დედას ბრალს წარუდგენდნენ.
რაც შეეხება ბრალს, ტრეფიკინგის ბრალი იულია სუსლიაკს ოფიციალურად წარედგინა, თუმცა თავად არ აღიარებს.
ამასთან, ადვოკატის თქმით, მას დღეს საქმის მასალები გამომძიებლებმა არ გადასცეს და შინაგან საქმეთა სამინისტროში ხვალ, 10:00 საათისთვის დაიბარეს.
სამართალდამცველები გაუჩინარებულ ბავშვს ინტერპოლით ეძებენ
იულია სუსლიაკმა უკრაინა-რუსეთის საზღვარი 11 ბავშვით გადაკვეთა - შსს
როგორც ჭელიძემ განაცხადა, ინტერპოლით მე-11 ბავშვის ადგილსამყოფელისა და მდგომარეობის დადგენას ცდილობენ.