LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იულია სუსლიაკმა უკრაინა-რუსეთის საზღვარი 11 ბავშვით გადაკვეთა – შსს

601
58576153_312349782766860_934426674194284544_n

შინაგან საქმეთა სამინისტრო უკრაინის მოქალაქე იულია სუსლიაკის დაკავებისა და გამოძიების დაწყების გარემოებებს განმარტავს. როგორც უწყების კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა, მამუკა ჭელიძემ განაცხადა, სუსლიაკის მიერ საქართველოში შემოყვანილი ბავშვებიდან რამდენიმე ერთი და იმავე წელსაა დაბადებული. უწყების ინფორმაციით, იულია სუსლიაკმა უკრაინიდან რუსეთში 11 ბავშვი გაიყვანა, თუმცა რუსეთიდან საქართველოში 10 ჩამოიყვანა. შსს ამ ინფორმაციის გადამოწმებას ინტერპოლის დახმარებით ცდილობს. მისივე თქმით, ქალი ამტკიცებს, რომ ბავშვი რუსეთში უბედური შემთხვევის დროს გარდაეცვალა.

“მოვიპოვეთ ინფორმაცია, რომ ქალბატონს უკრაინიდან რუსეთში გაყვანილი ჰყავს 11 ბავში, ხოლო საქართველოში შემოყვანილი ჰყავს 10. დაუდგენელია იმ ერთი ბავშვის მდგომარეობა. ამ კუთხით ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ. ინტერპოლის არხით ვცდილობთ, რუსეთის ფედერაციაში იმ ერთი ბავშვის ადგილსამყოფელისა და მდგომარეობის დადგენას. თავად ქალბატონმა საუბარში თქვა, რომ რუსეთში ერთ-ერთი ბავშვი უბედური შემთხვევის შედეგად გარდაეცვალა“, – განაცხადა ჭელიძემ.

მისივე განცხადებით, გამოიკითხა არაერთი მოწმე, მათ შორის საავადმყოფოში, სადაც უკრაინიდან ჩამოყვანილი ბავშვები მოწამვლის შემდეგ მოათავსეს.

რაც შეეხება ბავშვების მოწამვლას, ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში უკრაინის მოქალაქე 10 არასრულწლოვანი 20 აპრილს შეიყვანეს. საავადმყოფოს ექიმის, მზია გერგედავას განცხადებით, ათივე მათგანს კვებითი ინტოქსიკაცია აღენიშნებოდა.

შსს-ს ინფორმაციით, ბავშვების უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, ორი მცირეწლოვანი, შესაბამისი მეთვალყურეობით, ამ დრომდე რჩება სამედიცინო დაწესებულებაში, ხოლო რვა ბავშვი განთავსებულია სოციალური მომსახურების სააგენტოს შესაბამის დაწესებულებებში

10 უკრაინელი ბავშვის თანმხლებ ქალს ბრალს დღეს წარუდგენენ. იულია სუსლიაკის ადვოკატი ზურაბ თოდუა ამ წუთებში პოლიციის მთავარ სამმართველოში საქმის მასალების გასაცნობად იმყოფება.

ადვოკატის თქმით, მას გააჩნია დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს ფაქტს, რომ ათივე ბავშვი მისი დაცვის ქვეშ მყოფის ბიოლოგიური შვილია.

შეგახსენებთ, უკრაინელი ქალი, რომელიც აცხადებს, რომ საქართველოში ჩამოყვანილი 10 შვილის დედაა, ტრეფიკინგის ბრალს არ აღიარებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები