ტრეფიკინგში ბრალდებულის საქმეზე, პროკურორი თეა გიორგაძე განცხადებას აკეთებს. მისი ინფორმაციით, იულია სუსლიაკმა რუსეთში ცხრა თვის ბავშვი გაყიდა.
მისი თქმით, საქმის მასალებში დევს დოკუმენტი, რომელზე დაყრდნობითაც მას ასეთი კომენტარის გაკეთება შეუძლია.
ცნობილია, რომ აღნიშნული მტკიცებულება გამოძიებამ უცხოეთიდან მოიპოვა.
რაც შეეხება ადვოკატის მიერ სასამართლოში წარდგენილ დოკუმენტაციას, ის ზურაბ თოდუას მტკიცებით, ადასტურებს რუსეთში ბავშვი გარდაცვალებას. მისივე თქმით, პროკურორი ცრუობს, თითქოს მან სასამართლოზე ბრალდებული ქალის მე-11 შვილის გარდაცვალებაზე დოკუმენტის ქსეროასლი წარადგინა. თოდუა ამბობს, რომ ყველა დოკუმენტი დედანია. პროკურორმა კი აღნიშნა, რომ ადვოკატმა სასამართლოს დასკანერებული დოკუმენტები წარმოუდგინა.
ტრეფიკინგში ბრალდებულ იულია სუსლიაკს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.