„არსენალი“ პრემიერლიგაში ყველაზე ხშირად გამოიჭირეს სიმულაციაზე, „ლივერპული“ და „მანჩესტერი“ – არცერთხელ.
ინგლისის პირველობის 37 ტურის შემდეგ ყველაზე მატყუარები „მეთოფეები“ აღმოჩნდნენ.
„არსენალის“ ფეხბურთელებმა 6 ყვითელი ბარათი მიიღეს ყვინთვისთვის. მეორე ადგილზეა კიდევ ერთი ლონდონური გუნდი „ტოტენჰემი“ (4 გაფრთხილება). ერთი ყვითელიც არ მიუღია „ლივერპულს“ მიუხედავად იმისა, რომ მეტოქე გუნდის ფეხბურთელები ხშირდ მიმართავდნენ არბიტრს მო სალაჰის კოტრიალისთვის.
„არსენალის“ რიგებში სიმულაციისთვის გააფრთხილეს – გრანიტ ჯაკა, მატეო გენდუზი, შკოდრან მუსტაფი (ორჯერ), ალეკსანდრ ლაკაზეტი, სოკრატისი.