LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მუსიკალური ინდუსტრიის ყველაზე პოპულარული დედების ათეული გამოქვეყნდა

224
mothers-day-cardi-b-beyonce-adele-2019

იმ ფონზე, როცა დედის დღეს ამერიკაში დიდი ენთუზიაზმით აღნიშნავენ, Spotify-მ მუსიკალური ინდუსტრიის ყველაზე პოპულარული დედების ათეული გამოაქვეყნა.

სიის ლიდერი ქარდი ბი გახდა, რომელსაც პირველი ქალიშვილი, ქალჩერ კიარი გასული წლის ივლისში შეეძინა.

რეიტინგის მეორე პოზიციაზე ბლუ აივისა და ტყუპების, რუმისა და სერის დედა, ბიონსე მოექცა.

სამეულს ახლახან მეუღლესთან განქორწინებული ადელი ხურავს, რომელსაც საიმონ კონეკისგან 6 წლის ანჯელო ჰყავს.

Spotify-ის ყველაზე პოპულარული დედების    ათეულში ასევე პინკი, შაკირა, ქელანი, ბრიტნი სპირსი, ალიშა ქისი, კრისტინა აგილერა და მერაია ქერი მოხვდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები