LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დოლიძე – სიმართლე გითხრათ, პოლიტიკური მოტივი არ მგონია

43

სიმართლე გითხრათ, პოლიტიკური მოტივი არ მგონია, თუმცა ნუ გამოვრიცხავთ ნურაფერს, ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ ერთერთმა ლიდერმა, ვიქტორ დოლიძემ, რადიო ფორტუნას პირდაპირ ეთერში, ალექსი პეტრიაშვილზე მომხდარ თავდასხმაზე საუბრისას განაცხადა. როგორც დოლიძემ აღნიშნა, პარტიის გენერალურ მდივანზე თავდასხმის მიზეზთან დაკავშირებით, სავარაუდო ვერსია არ აქვს.

„მომხდარის მოტივზე საუბარს ვერიდებით, თუმცა, პოლიტიკური მოტივი არ მგონია. დაველოდოთ გამოძიებას. ამ ეტაპზე არ გვაქვს უკმაყოფილების საფუძველი, ვინაიდან ერთი პირი დააკავეს და საქმე წინ მიდის. შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ დაფიქსირდა პროგრესი და გამოძიებას უნდა მივცეთ დრო, რათა სხვა დამნაშავე პირებიც გამოაცვლინოს“ – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

დოლიძე დარწმუნებულია, რომ საქმე ეხება შეკვეთილი მკვლელობის მცდელობას. „თავისუფალი დემოკრატების“ წევრს იმედი აქვს, რომ გამოძიება ბოლომდე მივა და რეალური შემკვეთის ვინაობაც ცნობილი გახდება.

„მთავარია გავიდნენ შემკვეთზე და დაადგინონ  მოტივაციის რეალური საკითხი“ – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g