ვაზიანის სამხედრო ბაზაზე მოსამსახურე გარდაცვლილი ნახეს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე ვაზიანის საველე წვრთნების ბაზაზე გარდაცვლილი იპოვეს.
უწყების ცნობით, ამ ეტაპზე ინტენსიური საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები მიმდინარეობს. გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.
„საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს საქართველოს თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურის, რიგითი ვლადიმერ მახათაძის გარდაცვალების გამო. სამინისტრო უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს“, – აღნიშნულია განცხადებაში.