LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ახალი ავტობუსის პირველ მგზავრებს შორის კახა კალაძეც იყო [ვიდეო]

164

ახალი, მწვანე ავტობუსები დღეს ქალაქში ორ მარშრუტზე გავიდა. ერთ-ერთ მათგანში ახალი ავტობუსების მგზავრებს შორის თბილისის მერი კახა კალაძეც იყო. მერმა ავტობუსით იმგზავრა და იქ მყოფებსაც გამოელაპარაკა.

მგზავრობისას მან განაცხადა, რომ ვიწრო ქუჩებისთვის 8-მეტრიანი ავტობუსებიცაა შეძენილი, ასევე აღნიშნა, რომ ახალ ავტობუსებს გაფრთხილება სჭირდება.

მწვანე ავტობუსები მგზავრებს დღეიდან ემსახურებიან. პირველ ეტაპზე ისინი №85 და №95 მარშრუტებზე იმოძრავებენ.

მუხიანის დასახლებიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრავ №95 მარშრუტზე რვა ავტობუსი განაწილდა, ხოლო N85 მარშრუტზე, რომელიც ვაკე-საბურთალოს წრიულად ემსახურება, ოთხი ავტობუსი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g