LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

4 წლის სპაიდერმენი გადარჩა: ბავშვს, რომელიც მერვე სართულიდან გადმოხტა, სავარაუდოდ, დღეს გაწერენ  

7414
yot

4 წლის ბიჭის მდგომარეობა, რომელიც რამდენიმე დღის წინ, სპაიდერმენის ფორმაში გამოწყობილი მე-8 სართულიდან გადახტა, დამაკმაყოფილებელია.

ამბავი გლდანში 8 მაისს მოხდა. ბავშვს შემთხვევის დროს „ადამიანი ობობას“ ფორმა ეცვა. ოჯახის წევრები ვარაუდობენ, რომ 4 წლის ბიჭმა საყვარელი გმირი განასახიერა. არსებული ინფორმაციით, ბავშვი ჯერ მეზობლის ხეივანზე დაეცა, შემდეგ კი მიწაზე.

ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ  იაშვილის კლინიკაში გადაიყვანა. საბედნიეროდ, ბავშვს სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები არ მიუღია.

ექიმების ინფორმაციით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და კლინიკიდან, სავარაუდოდ დღეს გაწერენ.

შსს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე დაწყებულია მოკვლევა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g