თბილისის რამდენიმე ქუჩას ქართული კინოს ცნობილი მსახიობებისა და რეჟისორების სახელები დაერქმევა – გადაწყვეტილება საკრებულოში ქართული კინოს 111 წლის იუბილესთან დაკავშირებით მიიღეს.
სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიამ გადაწყვეტილებით, თბილისის ქუჩებს მსახიობების: ბელა მირიანაშვილის, დოდო ჭიჭინაძის, ლეილა აბაშიძის, ლიანა ასათიანის, მარინე თბილელის, გიორგი დანელიას, მედეა ჯაფარიძის, ვახტანგ ტაბლიაშვილის, გივი ბერიკაშვილის, იაკობ ტრიპოლსკის სახელები დაერქმევა.
აღსანიშნავია, რომ ამ ცვლილებებისთვის ძირითადად უსახელო და ის ქუჩებია შერჩეული, სადაც დასახელებები მეორდება.
გადაწყვეტილების შესახებ საკრებულოში ღონისძიებაზე გააჟღერეს, რომელსაც ქართული კინოს წარმომადგენლები და მათი ოჯახის წევრები დაესწრნენ.