LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბორჯომის ხეობაში ხანძარია

169
60194314_2041235962847292_6952265623619502080_n

ბორჯომის ხეობაში, სოფელ საკირეს მიმდებარედ, ტყე იწვის. შსს-ს ცნობით, ადგილზე იმყოფება 150-მდე მეხანძრე-მაშველი.

ხანძრის ქრობის პროცესში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც ჩაერთო. რთული რელიეფის გამო, ხანძრის კერასთან სახანძრო-სამაშველო ტექნიკის შეყვანა ვერ  ხერხდება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g