ლგბტ თემი შეკრებას 17 მაისის, ჰომობოფიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღის ნაცვლად, ივნისის თვეში გეგმავს.
როგორც “ფორტუნას” “თბილისი პრაიდის” წარმომადგენელმა გიორგი თაბაგარმა განუცხადა, შეკრება 18-23 ივნისის კვირაში გაიმართება.
გარდა ამისა, ხვალ ოჯახის სიწმინდის დღეც აღინიშნება. ამ დღის აღსანიშნად მსვლელობა რუსთაველის გამზირზე 17:00 საათზეა დაგეგმილი, სადაც პატრიარქის მიერ დალოცვილი გვარები მიიღებენ მონაწილეობას. ამავე მსვლელობას უერთდება “ქართული მარშიც”.