LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნარჩენების მართვის 2016-2020 წლების ეროვნულ სტრატეგიას” მთავრობა მომდევნო კვირაში განიხილავს

58

ნარჩენების მართვის 2016-2030 წლების ეროვნული სტრატეგია და 2016-2020 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმა მთავრობის სხდომაზე განსახილველად მომდევნო კვირაში გავა.

როგორც ”ფორტუნას” გარემოს დაცვის სამინისტროს ნარჩენებისა და ქიმიური ნივთიერებების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე ირმა გურგულიანმა განუცხადა, მანამდე პროექტი ეკონომიკურ საბჭოზე გავა.

დადგენილების პროექტი მთავრობამ 4 თებერვალს განიხილა, თუმცა, ფინანსური ნაწილის დაზუსტება ითხოვა და დამტკიცება სამომავლოდ გადადო.

გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკვე გაიწერა როგორი იქნება საბიუჯეტო ტვირთი.

”სტრატეგია და სამოქმედო გეგმა მოიცავს ყველა იმ საკითხს რაც ნარჩენების მართვას უკავშირდება. 15 წლიან სტრატეგიაში გაწერილია მუნიციპალური და ბიოდეგრადირებადი ნარჩენების მართვა, პრევენცია და ა.შ. მათ შორის ცნობიერების ამაღლებაც” – განუცხადა ”ფორტუნას” გურგულიანმა.

magti 5g