LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ღარიბაშვილი: მხდალმა პოლიტიკოსმა არჩევნებში ცოლი გამოუშვა

191
9e3004c59ba5c9811dcc17b0a46b36c8

ის ფაქტი, რომ მიხეილ სააკაშვილმა მისი ცოლი, მეუღლე გამოუშვა ამ ბრძოლაში, მე მგონი, ამით ყველაფერი ნათქვამია, – ამის შესახებ ქართული ოცნების პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა იმედი LIVE-ს ეთერში განაცხადა.

მან სააკაშვილი გააკრიტიკა და  სექსისტური შეფასებები გამოიყენა სანდრა რულოვსის მისამართით.

“ყველა ნორმალურად მოაზროვნე ადამიანი გამოიტანს შემდეგ დასკვნას, რომ ეს ადამიანი ისევე როგორც იქცეოდა 2008 წლის ომში, როდესაც მან მთელი ქვეყნის სირცხვილი აჩვენა მთელ მსოფლიოს, როგორც მხდალმა პოლიტიკოსმა, მან იგივე გაიმეორა ამ შემთხვევაშიც.

წარმოიდგინეთ, არჩევნებში გამოუშვა თავისი მეუღლე, წარმოიდგინეთ, და ახლა უფრო უარესიც: ყველამ ვნახეთ, რომ ის მთელ მსოფლიოში მოგზაურობს, გადაადგილდება, საკმაოდ ფუფუნებაში ცხოვრობს და ამავდროულად თავის ამომრჩევლებს მოუწოდებს, რომლებიც ჯერ კიდევ შემორჩათ, რომ წავიდნენ გარკვეულ დესტრუქციასა და დაძაბვაზე. ეს, ცხადია, არის მიუღებელი და სასაცილო. ის დაადგა მარგინალიზაციის გზას”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ირაკლი ღარიბაშვილის სექსისტურ განცხადებას  “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ხატია დეკანოიძე გამოეხმაურა

ხატია დეკანოიძე ღარიბაშვილს: ქალები გჯობივართ ბევრად!

ხატია დეკანოძე მოუწოდებს ქალებს მმართველი პარტიიდან დაგმონ ღარიბაშვილის განცხადება

მან თქვა, რომ ნებისმიერი ქალი, რომელიც დღეს პოლიტიკაშია, ირაკლი ღარიბაშვილს ბევრად სჯობს.

მისივე თქმით, ქალი პოლიტიკოსები თავდასხმის ობიექტები ხშირად ხდებიან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g