ჯასტინ ბიბერმა ახალი თანამშრომლობის შესახებ განაცხადა. კანადელი შემსრულებლის ,,ინსტაგრამზე” გამოქვეყნებული პოსტიდან ცნობილი გახდა, რომ ის ჰიგიენის საშუალებების მწარმოებელ ამერიკულ კომპანიასთან, Schmidt’s Naturals ერთად, ვეგანურ დეოდორანტს გამოუშვებს.
გაირკვა, რომ დეოდორანტი, სახელწოდებით Here + Now სრულიად ნატურალური პროდუქტი იქნება.
25 წლის ვარსკვლავის ინფორმაციით, კოლაბორაციის შედეგი დღის სინათლეს შემოდგომაზე იხილავს.
View this post on Instagram
ready for Here + Now… new collab coming this Fall with @schmidtsnaturals
A post shared by Justin Bieber (@justinbieber) on