ჯასტინ ბიბერისა და ჰეილი ბოლდუინის ქორწინებიდან უკვე 5 წელი გავიდა. ამ დროის განმავლობაში წყვილმა უამრავი სირთულე გადალახა, ორივე მათგანს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები ჰქონდათ. სირთულეებმა წყვილი უფრო დააახლოვა, მათ საოცრად მყარი კავშირი აქვთ.
ქორწინების იუბილე ჯასტინმა „ინსტაგრამის“ მეშვეობით, საჯაროდ მიულოცა საყვარელ ქალს და ემოციური ფოტოები გაავრცელა, რომელსაც თან სასიყვარულო მიმართვა ერთვის.
„მიყვარხარ, შენ ჩემი გული დაატყვევე, მე ვიცი, რომ ჩვენ წინ კიდევ ბევრი თავგადასავალი გველოდება, ყოველთვის და სამუდამოდ“, – წერს ჯასტინი
ჯასტინ ბიბერი და ჰეილი ბოლდუინი არდადეგებს მდიდრულ კურორტზე ატარებენ
„შენ ჩემს ცხოვრებას ჯადოსნურს ხდი“ – ჯასტინ ბიბერი მეუღლეს 26 წლის იუბილეს ემოციური პოსტით ულოცავს