LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯასტინ ბიბერი და ჰეილი ბოლდუინი არდადეგებს მდიდრულ კურორტზე ატარებენ

257
page

კოლორადოს შტატში მდებარე ფეშენებელური კურორტი ასპენი წლის ნამდვილი ჰიტია. დეკემბერი-იანვრის თვეში მას უამრავი  ვარსკვლავი ეწვია. მათ შორის გახლავთ ჯეფ ბეზოსი და მისი მეგობარი ქალბატონი, ლორენ სანჩესი, ასევე ჰაიდი კლუმი და ტომ კულიცე, ახლა კი მათ რიცხვს ჯასტინ და ჰეილი ბიბერებიც  შეუერთდნენ.

მოდელმა „ინსტაგრამზე“ უამრავი ფოტო გაავრცელა. აღსანიშნავია, რომ მათთან ერთად მათი საუკეთესო მეგობრები კაილი და კენდალ ჯენერებიც იმყოფებიან.

ჰეილი და ჯასტინი ასპენის ქუჩებშიც გადაიღეს. წყვილი საყიდლებზე იმყოფებოდა, ჰეილის „რალფ ლორენის“ წითელი ქურთუკი ამშვენებდა, რომლის ღირებულებაც 439 ევროა, ჯასტინს კი North Face-ყვითელ და შავ ფერებში გადაწყვეტილი თბილი ქურთუკი ეცვა.

„შენ ჩემს ცხოვრებას ჯადოსნურს ხდი“ – ჯასტინ ბიბერი მეუღლეს 26 წლის იუბილეს ემოციური პოსტით ულოცავს

ძალიან მოკლე კაბა და 11600 ევროიანი მანტო – ჰეილი ბიბერი შემაშფოთებელი დიაგნოზის შემდეგ პირველად გამოჩნდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები