LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქუთაისში შექმნილი 4 სხვადასხვა მოდელის ელექტრომობილი ევროპაში გაიყიდება

1739
shutterstock_409976623-800x450

ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩაზე, ელექტრომობილების მწარმოებელი ქარხანა აშენდება და მინიმუმ 300 ადამიანი დასაქმდება.

ბიზნესის მხარდასაჭერად შპს „ბიგსერვისს“ სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 100 ჰა მიწის ნაკვეთი გადაეცა. „ბიგსერვისი“ მსოფლიოში ცნობილ ჩინურ ავტომწარმოებელ კომპანია „ჩანგანთან“ თანამშრომლობს, რომელიც გლობალურად 17 მილიონ მომხმარებელს ითვლის, ხოლო 2018 წლის მონაცემებით კომპანიის წლიურმა წარმოებამ 2,14 მილიონი ავტომობილი შეადგინა.

პროექტის პირველ ეტაპზე ქუთაისში 4 სხვადასხვა მოდელის, ჯამში 5000 ელექტრომობილის წარმოება მოხდება, ხოლო მეორე ეტაპზე იგეგმება საწარმოო ხაზის გაფართოვება და წლიურად 40 000 ავტომობილის წარმოება. თავდაპირველად პროდუქცია ადგილობრივი ბაზრისთვის იქნება განკუთვნილი, თუმცა დიდი საექსპორტო პოტენციალიდან გამომდინარე „ბიგსერვისი“ გეგმავს ექსპორტს როგორც კავკასიის რეგიონში, ასევე ცენტრალური აღმოსავლეთის, ევროპის და სხვა ქვეყნების ბაზრებზე.

საქართველოში ელექტრომობილების ბაზრის განვითარება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს გარემოზე გამონაბოლქვით მიყენებული ზიანის შემცირებას და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g