ტურინში, „იუვენტუსის“ სტადიონ „ალიანც სტედიუმზე“ 27 მაისს საქველმოქმედო მატჩი შედგა Partita Del Cuore. იტალიური სპორტისა და შოუ-ბიზნესის ვარსკვლავები ფულს აგროვებდნენ კიბოს კვლევის ფონდისთვის.
„ჩემპიონები გამოკვლევებისთვის“ გუნდში თამაშობდნენ: კრიშტიანო რონალდო, ანდრეა პირლო, პაველ ნედვედი, მარკო სტორარი, ფრანჩესკო ტოტი, დემეტრიო ალბერტინი, ჟურნალისტი მასიმო ჯილეტი, ტელეწამყვანი პაოლო კონტიჩინი, „იუვენტუსის“ პრეზიდენტი ანდრეა ანიელი, „ფიატ კრაისლერის“, „იუვენტუსის“ და „ფერარის“ მფლობელი ჯონ ელკანი, მრბოლელი სებასტიან ფეტელი და შარლ ლეკლერი. შეცვლაზე შევიდნენ ახალგაზრდა მრბოლელები ანტონიო ჯოვინაცი და მიკ შუმახერი. გუნდს მიშელ პლატინი წვრთნიდა.
შოუ-ბიზნესის ვარსკვლავებს მასიმილიანო ალეგრი ავარჯიშებდა, რომლის შემადგენლობაში იყვნენ: ჯანლუიჯი ბუფონი, ჯორჯო კიელინი, ხავიერ ძანეტი, მომღერლები ნერი მარკორე, ნიკოლო ფაბი, პაოლო ვალეზი, პაოლო ბელი, მატია ბრიგა, Shade, ენრიკო რუგერი და მსახიობი რაულ ბოვა.
ვინ მოიგო?
ჩემპიონები რონალდოს გოლით დაწინაურდნენ, პირველ ტაიმშივე ბრიგამ გაათანაბრა. მეორე ნახევარში შოუ-ბიზნესი წინ გავიდა შეცვლაზე შესული ანდრეა კასილიოს გოლით, მაგრამ პირლომ პენალტით გაათანაბრა. საბოლოოდ მაინც სპორტის ვარსკვლავებმა მოიგეს: ბოლო წუთებზე ანტონიო ჯოვინაციმ შეაგდო და 3:2.
https://www.youtube.com/watch?time_continue=211&v=seenh7a34iY
მატჩის ორგანიზატორებმა 490 ათასი ევრო დაითვალეს – სტადიონზე 41 ათასი ადამიანი მივიდა.