LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პატარა შავი კაბა“ და „აჟურული კოლჰოტი“  – ლეიდი გაგა ლოს-ანჯელესში (ფოტო)

965
ladygaganews18

ლეიდი გაგა ამჯერად ლოს-ანჯელესში დააფიქსირეს, სადაც ოსკაროსანი მომღერალი უახლოესი მეგობრისა და კინოპროდიუსერის, ბობი ქემბელის დაბადების დღეზე მიიჩქაროდა. მუსიკოსს ხელში საჩუქარი ეჭირა და უჩვეულოდ ელეგანტურად გამოიყურებოდა.

გაგამ ამჯერად არჩევანი შავ ფერზე გააკეთა. ის კლასიკურ „პატარა შავ კაბაში“ იყო გამოწყობილი, კაბა ბეწვის აქსესუარებით იყო გაფორმებული. ანსამბლს კი „აჟურული კოლჰოტი“, სათვალე და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი ასრულებდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g