კომპანია Honda ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ოქტომბრისთვის ტოკიოს ავტოსალონზე ექსტრემალური სუპერქარი NSX წარადგინოს. გავრცელებული ჭორებით, ასეთი ავტომობილი ყველა წინა მორბედზე უფრო ძლიერი გამოვა.
გამოცემა Forbes დარწმუნებულია, რომ მწარმოებელი ძრავის სიძლიერეს 581-დან 659 ცხენის ძალამდე გაზრდის. აგრეგატი 3.5 V6 თვინ-ტურბო ძრავისა და სამი ელექტროძრავისგან შედგება. არ არის გამორიცხული ისიც, რომ type R-მა აეროდინამიკური ელემენტები და სარბოლო სისტემებიც მიიღოს.
შეგახსენებთ, რომ Honda NSX, რომელიც შტატებში ბრენდი Acura-ს სახელით იყიდება, გასულ წელს განახლდა. სუპერქარი უფრო მძლავრი და ბევრად უფრო სწრაფი გახდა.