LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავარი მიზანია, „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას“ ჰქონდეს ძალიან დიდი წონა

114
36239952_10214832537441261_3626157350898892800_n

პარლამენტში საქართველოს პრემიერ-მინისტრს ინტერპელაციის წესით უსმენენ.

როგორც, მამუკა ბახტაძემ პარლამენტში განაცხადა, მთავარი მიზანია, „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას“ ჰქონდეს ძალიან დიდი წონა, რათა ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები დაგვეხმარონ და მოხდეს სიის რეალურ ცხოვრებაში დანერგვა.

მისივე თქმით, „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიასთან“ დაკავშირებით მომზადებული რეზოლუციის პროექტის დამტკიცება საქართველოს პარლამენტის ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო.

ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“ ყველასთვის განსაკუთრებით პრინციპულია, განსაკუთრებით ჩემთვის. ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო, რომ ოპოზიციისა და უმრავლესობა შეთანხმებით, საქართველოს პარლამენტის 2018 წლის 21 მარტის რეზოლუციით,  მოხდა ამ რეზოლუციის მიღება; მთავრობას დაევალა, რომ შეედგინა სია იმ არაადამიანებისა, რომლებმაც ჩაიდინეს სასტიკი დანაშაული ქართველი მოქალაქეების წინაშე.

ჩვენი მთავარი მიზანია, „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას“ ჰქონდეს ძალიან დიდი წონა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს ჰქონდეთ ყველა არგუმენტი, რომ დაგვეხმარონ და მოხდეს ამ სიის რეალურ ცხოვრებაში დანერგვა. ეს არის ამოსავალი წერტილი. თქვენ ვერ ნახავთ ვერც ერთ ჩემს გამოსვლას ვერც ერთი საერთაშორისო ტრიბუნიდან ისევე, როგორც მთავრობის ნებისმიერი წევრის, რომ ეს საკითხი არ წამოეწიოს,“ – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

magti 5g