LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მინის მწარმოებელი მსხვილი კორპორაცია საქართველოში წარმოების დაწყებას გეგმავს

92

მინის წარმოების ინდუსტრიაში ჩართული მსხვილი ჩინური კორპორაცია საქართველოში წარმოების დაწყებას გეგმავს.

როგორც ”ფორტუნას” საპარტნიორო ფონდიდან აცნობეს, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ქალაქ შანხაიში ფონდის დელეგაცია პარტნიორი კომპანიის china National Technical Import & Exsport Corporation (CNTIC) -ის ხემძღვანელს ჩენ ძიე ჰენ-ს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა მინის წარმოებასთან დაკავშირებით საინვესტიციო პროექტის ტექნიკურ და ფინანსურ დეტალებზე იმსჯელეს. ჩინელი პარტნიორები თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლისთვის საქართველოში ვიზიტს გეგმავენ.

მათივე ინფორმაციით, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საპარტნიორო ფონდის დელეგაცია ქალაქ ოუ–შიც იმყოფებოდა. ფონდის დელეგაცია ქალაქ ოუ-ს მთავრობისა და მმართველი პარტიის ხელმძღვანელმა შენგ ქიაპინგმა საქმიან სადილზე მიიწვია.  შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს საინვესტიციო კლიმატისა და ბიზნეს გარემოს შესახებ ისაუბრეს. განიხილეს ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალი და კაპიტალდაბანდებისთვის მიმზიდველი სფეროები. საუბარი შეეხო ასევე, ჩინეთში, აღნიშნულ რეგიონთან საქართველოს სვაჭრო–ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების საკითხს. შეხვედრაზე განხილულ იქნა ქართული ღვინის ექსპორტის ხელშეწყობისა და ერთობლივი კომპანიის ჩამოყალიბების საკითხი, რომელიც ჩინეთის ტერიტორიაზე ქართული ღვინის პოპულარიზაციასა და რეალიზაციის საკითხებს უზრუნველყოფს.

საპარტნიორო ფონდის დელეგაციამ ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ქალაქ ოუ–ში არსებული ლოჯისტიკის ცენტრი დაათვალიერა, სადაც იმპორტირებული ქართული ღვინის დასაწყობება და შემდგომში განბაჟება ხდება. ჩინური კომპანია Yiwu Bonded Logistics Centr-ის ხელმძღვანელებმა შანგინგ ფუ-მ ფონდის წარმომადგენლებს ქართული პროდუქციის სასაწყობე მეურნეობის ტექნიკური აღჭურვილობა და შენახვის პირობები გააცნეს. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ქართული ღვინის ჩინეთში აქტიურმა პოპულარიზაციამ პროდუქციაზე მოთხოვნა გაზარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები