LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Spice Girls-ის სოლისტი სიტის სტადიონზე… ლივერპულის მაისურით გამოვიდა

107
2605296-54004630-2560-1440

გოგონების (ისე უკვე რაღა გოგონების) ჯგუფმა Spice Girls-მა სამი კონცერტი გამართა მანჩესტერში, „ეტიჰადის“ სტადიონზე.

ბოლო კონცერტის დროს ჯგუფის სოლისტი მელ სი „სიტის“ საშიანო არენაზე „ლივერპულის“ მაისურით გამოვიდა – ასე აღნიშნა ქალმა „ლივერპულის“ გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაზე.

„სიტი“ ლიგას ¼ ფინალიდან გამოეთიშა, სამაგიეროდ ინგლისში სამი ტიტული მოიგო.

Spice Girls-ის პირველ შემადგენლობაში „მანჩესტერისა“ და „რეალის“ ყოფილი ფეხბურთელის დევიდ ბექჰემის მეუღლე ვიქტორია ადამსი შედიოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები