მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა 32 ათასი ევრო შეაგროვა.
22 მაისს ნოვაკი 32 წლის გახდა. წინა დღეებში სერბმა გულშემატკივრებს საჩუქრის სახით ფულის გადარიცხვა თხოვა, რომელიც ქველმოქმედებას მოხმარდება. ჯოკოვიჩს 32 ათასი ევრო სჭირდებოდა და მიიღო კიდეც. ჩოგბურთელმა ერთი ამდენი კიდევ დაამატა და ამ ფულით სერბეთში ორ საბავშვო ბაღს ააშენებს.
ჯოკოვიჩმა ქველმოქმედებაში მონაწილეებს მადლობა გადაუხადა და თბილი კომენტარები მიუწერა.
ATP-ის რეიტინგში სერბი დიდი უპირატესობით უსწრებს რაფაელ ნადალს და როჯერ ფედერერს.