LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მინიმალური ანაზღაურება 800 ევრო – ქართველებს საკრუიზო გემებზე დაასაქმებენ

5503
61824462_2330785403608254_614457065250750464_n

კომპანია Columbia Shipmanagement- საქართველოს მოქალაქეებს საკრუიზო გემებზე დაასაქმებს. შეთანხმება კომპანიასა და საქართველოს საზღვაო ტრასნპორტის სააგენტოს შორის უკვე მიღწეულია.

როგორც სააგენტოს ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე ვკითხულობთ, იგეგმება 18-დან 40 წლამდე 50 ადამიანის დასაქმება შემდეგ პოზიციებზე:

  1. ბარმენი
  2. მიმტანი
  3. „ჰაუს-ქიპერი“

მინიმალური ანაზღაურება – 800 ევრო.

სააგენტოს ცნობითვე, ძირითადი მოთხოვნაა საკომუნიკაციო დონეზე ინგლისური ენის ცოდნა. უპირატესობა მიენიჭება გამოცდილების მქონე პირებს.

„გასაუბრება წარიმართება 2 ეტაპად: 10 ივნისიდან 20 ივნისის ჩათვლით (11:00-18:00) მოგვმართეთ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში. მის.: ბაქოს ქ. N50;

შერჩეულ კადრებს გაესაუბრებიან „ქოლუმბია შიპმენეჯმენტი“-ს წარმომადგენლები 20 ივნისიდან 24 ივნისის ჩათვლით“, – აცხადებენ სააგენტოში.

ცნობისთვის, „ქოლუმბია შიფმენეჯმენტი“ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი და მაღალი რეპუტაციის მქონე გერმანულ კომპანიაა. დღეის მდგომარეობით, მსოფლიო მასშტაბით გააჩნია: 14 საკრუინგო კომპანია, ახორციელებს 380 გემის მენეჯმენტს, ჰყავს 20 საკრუიზო გემი და იახტა, დასაქმებული ჰყავს 15000 ადამიანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g