ნეპალელი ალპინისტების 20 კაციანმა ჯგუფმა ევერესტიდან 11 ტონა ნაგავი ჩაიტანა.
ნაგავი ძირითადად ჟანგბადის ბალონების, ძველი კარვებისა და პლასტიკატის სხვადასხვა ნივთისგან შედგებოდა.
გარდა ამისა, სამუშაოებისას ალპინისტებმა 4 ცხედარიც აღმოაჩინეს. ცხედრების იდენტიფიკაცია ჯერჯერობით ვერ მოხერხდა.